Saturday, October 13, 2012


პროექტის სახელი.  ჩემი კუთხის ბუნებრივი საუნჯე                                                                                                                                          
პროექტის მოკლე აღწერა. მოსწავლეები აღწერენ თავიანთი კუთხის მრავალ ღირშესანიშნაობებიდან ერთერთ ყველაზე სასურველს და გამოკვეთს მის უპირატესობას სხვასთან შედარებით.

პროექტის სრული აღწერა.             მოსწავლეები დასამუშავებელ თემად იღებენ მისთვის ყველაზე ღირშესანიშნავ ბუნებრივ საუნჯეს.ეს სეიძლება იყოს ბუნებრივი რელიები,მდინარეები, ტბები,გამოქვაბულები, ჩანჩქერები, ნაკრძალები,კურორტები,წიაღისეული საბადოები,ფლორა და ფაუნა და ასე შემდეგ. მოსწავლეები მიდიან ოკვე წინასწარ ამორჩეულ ობიექტთან.აკვირდებიან, სურათებს უღებენ, აწარმოებენ სიღრმისეულ დაკვირვებას,მიდიან სპეციალისტთან, იღებენ ინფორმაციას,უზიარებენ ერთმანეთს აჯერებენ და ახდენენ კვლევას.
მოსწავლეთა ასაკი.14დან 18წლამდე.
ვადები.1დან 2 თვემდე.
პროექტის შესაძლო აქტივობები.      ინდივიდუალური და ჯგუფური მუშობა.სურათის გადაღება, ინტერვიუების აღება,ვიდეო სიუჟეტების შექმნა,უამრავლი მასალის მოგროვება,საკითხის სხვადასვა პროფილით განხილვა,პრობლემების გადასაჭრელი გზების ძიება და ასე შემდეგ.
მოსალოდნელი შედეგები.         მთავარი შედეგი იქნება ის ,რომ მოსწავლეებში გაიზრდება ინტერესი საკუთარი კუთხისადმი, მათ გაუჩნდებათ სურვილი საკუთარი კუთხის ღირშესანიშნაობის უკეთ წარმოჩენისა და მისი განვითარებისა სხვადასხვა კუთხით. ერთმანეთის პროექტების გაცნობით მოსწავლეები ღრმად გაეცნობიან თავიანთი მხარის ყველა საუნჯეს.ისინი იძენენ კვლევის უნარჩვევებს. აკეთებენ ჩანახატებს,ქმნიან ჟურნალებს ან ვებგვერდებს.
სარგებელი სხვებისთვის.           მსგავსი პროექტების განხილვისას მოსწავლეები ანალიზებენ პროექტების უარყობით და დადებით მხარეებს.ისინი ფიქრობენ თუ რით მოაწონონ თავიანთი კუთხე უცხოელებს,ოცნებობენ და ზოგიერთი მათგანი მიზნად ისახავს ამ კუთხის ტურისტული ინფრასტუქტურის უკეთ მოწყობას.ამით ისინი ანალიზებენ თუ რა სარგებლობა მოუტანონ თავიანთ ხალხს, ქვეყანას. ისინი სწავლობენ და იძენენ იმ უნარჩვევებს რომლებიც ეხება საკუთარი და სხვისი ქვეყნისადმი  პატივისცემას,მოსმენას გაფრთხილებას.ქმნიან ინტერნეტ პროექტებს , რითაც იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.

No comments:

Post a Comment